კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ამერიკელი ადვოკატი შევიდა - Palitra News

კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ამერიკელი ადვოკატი შევიდა

2022-10-03 12:09:10+04:00

კლინიკა „ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ამერიკელი ადვოკატი, მასიმო დანჯელო შევიდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ხვალ ამერიკელი ნევროლოგი მოინახულებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, როდესაც ექსპერტები საექსპერტო კვლევას დაასრულებენ, დასკვნა ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს გადაეცემა.

აღნიშნული დასკვნის მიღების შემდეგ, ადვოკატები სასამართლოს სასჯელის გადავადების შუამდგომლობით მიმართავენ.