NBA-ის მოსამზადებელ მატჩი სანდრო მამუკელაშვილის მილოუკ ბაქსმა მემფის გრიზლის უმასპინძლა და 102:107 წააგო. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. სანდრომ მოედანზე 21 წუთი გაატარა და 15 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა პირად აქტივში.მამუკელაშვილმა 6-დან 5 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა ზუსტად. სეზონის განახლებამდე მილოუკი კიდევ 4 შეხვედრას ჩაატარებს, ბაქსი 6 და 8 ოქტომბერს – ატლანტასთან, 12 ოქტომბერს – ჩიკაგოსთან, ხოლო 13 ოქტომბერს – ბრუკლინთან ითამაშებს.
ესპანეთის ACB ლიგის მე-2 ტურში, თად მაკფადენის მურსია სარაგოსას ესტუმრა და 81:64 დაამარცხა მეტოქე. განსაკუთრებული მატჩი ქონდა ნატურალიზებულ ქართველ ლეგიონერს, რომელმაც 28 ქულა მოუტანა თავის გუნდს. თად-მა 9 დან 6 სამ ქულიანი, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი +19 იყო. მას მხოლოდ 1 ქულა დააკლდა ესპანეთში საკუთარი რეკორდის გასამეორებლად. მაკფადენი შემდეგ შეხვედრას 9 ოქტომბერს გრანადას წინააღმდეგ ჩაატარებს.