საფრანგეთის ტოპ 14 ის მე5 ტურში ქართველმა მორაგბეებმა თავი სამი ლელოთი გამოიჩინეს. სტად ფრანსი ბორდოს ესტუმრა და 10:15 დამარცხდა, თუმცა ეს შეხვედრა გამორჩეული იყო ქართველი მელიქიძისთვის, რომელმაც 86-ე წუთზე ლელო დადო და თავის გუნდს ბონუს ქულა მოუტანა. ასევე აღსანიშნავია, რომ გიორგიმ სტად ფრანსეს შემადგენლობაში მე100 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო სერგო აბრამიშვილმა სადებიუტო მატჩი იყო. სტანდ ფრანსე 9 ქულით მე-10 ადგილზეა.
ბექა გორგაძისა და გიორგი პაპიძის პომ ბექა გიგაშვილის ტულუზას უმასპინძლა და 17:24 დამარცხდაა. სამივე ქართველი თავიანთი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო. ბექა გორგაძემ, მე19 წუთეზე მოლში კარგი თამაშის შემდეგ ლელოს დადება მოახერხა. ამ მომენტში, გიგაშვილის ტულონს 12 ქულა აქვს და მე5 ადგილზეა ხოლო, გორგაძისა და პაპიძის პოს 8 ქულა და ისინი ბოლო ადგილს იკავებენ ცხრილში.
საქართველოს ნაკრების 9 ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ ტოპ 14 ში ბრივის შემადგენლობაში კიდევ ერთი ლელო ჩაიწერა საკუთარ აქტივში. ბრივმა ბაიონას უმასპინძლა და 25:22 მოახერხა მეტოქის დამარცხება. ლობჟანიძემ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მეტოქეს ბურთზე დაუფარა და 30 მეტირიანი რეიდის შემდეგ ლელოც დადო. ბრივი ორი მოგების შემდეგ 11 ქულით მე6 ადგილზეა.