მერაბ სეფაშვილი 15 ოქტომბერს თელავის თეატრში კონცერტს გამართავს.
მომღერალი მეგობრებთან და ბენდთან ერთად თავის განახლებულ რეპერტუარს შესთავაზებს მსმენელს.
ნინი გველესიანი, გიორგი ჩიქოვანი, თემურ ნიკოლაიშვილი, გია მაჭარაშვილი, ნიკა ჩარკვიანი ის მუსიკოსები არიან, რომლებიც მერაბს სცენაზე გვერდს დაუმშვენებენ.