25 სექტემბერს, კინოთეატრ აპოლოში, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა
საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები ორ საკონკურსო სექციაში გასცა — საერთაშორისო მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
BIAFF 2022-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციაში გამარჯვებულები ხუთი წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა. ჟიურის წევრები იყვნენ ლეხ მაიევსკი (პოლონეთი) — ჟიურის თავმჯდომარე, კარმენ გრეი (გერმანია), ლაშა ხალვაში, ნინო ბასილია, გელა ბაბლუანი (საქართველო). გაიმარჯვეს შემდეგმა ფილმებმა:
გრანპრი (საუკეთესო ფილმი) — კლონდაიკი, მარინა ერ გორბაჩ, თურქეთი/უკრაინა, 2022საუკეთესო რეჟისურა — მარინა გორბაჩ ფილმისთვის კლონდაიკი, მარინა ერ გორბაჩ, თურქეთი/უკრაინა, 2022საუკეთესო მსახიობი კაცი — ამირ აგაე ფილმში ოთხი კედელი, ბაჰმან გობადი, თურქეთი/დიდი ბრიტანეთი, 2021 წ.საუკეთესო მსახიობი ქალი — მარიამ ხუნდაძე ფილმში ჩემი ოთახი, სოსო ბლიაძე, საქართველო, გერმანია, 2022 წ.ჟიურის სპეციალური პრიზი — ჯოგის იმუნიტეტი, ადილხან იერჟანოვი, ყაზახეთი/საფრანგეთი, 2021 და ჩემი ოთახი, სოსო ბლიაძე, საქართველო, გერმანია, 2022 წ.BIAFF 2022-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში გამარჯვებულები სამი წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა. ჟიურის წევრები იყვნენ ზურაბ ცინცქილაძე (საქართველო), ილეანა სტანკულესკუ (რუმინეთი), თორნიკე გოგრიჭიანი (საქართველო). პრიზები გაიცა შემდეგ ფილმებზე:საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი — აქ სიმშვიდეა, ნოვრუზ ჰიკმეტი / ოლენა პოდოლიანკო, უკრაინა, 2022 წ.ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) გადაეცა ორ ფილმს: აქსელი, ლევან უჩანეიშვილი, საქართველო, 2022 წ და აქ სანახავი არაფერია, ნიკოლას ბუჩესი, პორტუგალია, 2022ბათუმელკინომოყვარულთა კლუბის ჟიურის (როი აბუსელიძე, ანა ორმოცაძე, დაჩი მეჯიდოვი) პრიზი ორ მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაეცა:აღდგომა, ნიკოლოზ ვერძაძე, საქართველო, 2022 წ.; 25 წთ.რონინის აღსარება, გიორგი ხუხუნაიშვილი, საქართველო, 2022 წ. 10 წთ.
BIAFF-ის პრიზი კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის პრიზი გადაეცათ: ლეხ მაიევსკის (პოლონეთი), ზურაბ ცინცქილაძესა (საქართველო) და თენგიზ არჩვაძეს (საქართველო).