შესაძლოა, ბევრმა არც კი იცოდეს, რომ 1994 წელს ამაზონი, ვიდრე ტექნიკური და ელექტრონული კომერციის გიგანტი გახდებოდა, ონლაინ წიგნის მაღაზიას წარმოადგენდა. ახლა კი, თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ კომპანია თავისი ბიზნესის წარმოშობას წიგნის განყოფილების კამპანიით ზეიმობს.
“This Feeling Reading” კამპანიის მიზანია, მომხმარებლებს კითხვისკენ მოუწოდებს. მასში კითხვის კულტურული როლია ხაზგსმული, რომელიც დიდ სიყვარულს და აღფრთოვანებას იმსახურებს. დღეისათვის კი ადამიანები გაცილებით მეტ დროს ელექტრონულ გაჯეტებს უთმობენ და თუ რამის წაკითხვა სურთ, ამისთვისაც სხვადასხვა მოწყობილობას იყენებენ.
კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Droga5 London-მა იმუშავა და მისი წევრების თქმით, მთავარ მიზანს არავიზუალური ტიპის გართობის წარმოჩენა წარმოადგენდა. ამასთან, კამპანიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანების გონებაში კითხვისას წარმოქმნილი უხილავი მაგია აღბეჭდოს. ასევე, უნიკალურ ურთიერთობასა და გამოცდილებას ვხედავთ, რომელიც მკითხველსა და წიგნს შორის არსებობს. ამისათვის შემქმნელებმა კრეატიულ ვიზუალურ მეთოდებს მიმართეს: ადამიანები სხვადასხვა გარემოში კითხულობენ წიგნებს და მათ ირგვლივ ფანტასტიკური სამყაროები ცოცხლდება, რომლებიც ამა თუ იმ ჟანრის დეტალებს მოიცავს.
საგულისხმოა, რომ ვიდეორგოლის გარდა, კამპანია 17 ილუსტრატორის მიერ შემუშავებულ გარე რეკლამას და სოციალური მედიის აქტივობას მოიცავს. Amazon Books-მა სტიკერებისა და ემოჯიების სპეციალური ნაკრებიც კი გამოუშვა, რათა კითხვის სიყვარული უფრო აქტიურად და მასშტაბურად გაავრცელონ.