საქართველოს პრეზიდენტმა ქალ მეწარმეთა პროდუქციის პირველი გამოფენა გახსნა, რომელიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ნაწილია და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოში პირველად გამართული ქალ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა - გაყიდვაში 100-მდე მეწარმე ქალი მონაწილეობს. პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს და სოციალურ- ეკონომიკურ და ბიზნეს სფეროებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.