მაღალი ინფლაციის, განაკვეთების მკვეთრი ზრდისა და უკრაინის ომის გამო გლობალური რეცესიის შანსი 98.1%-ს შეადგენს. ამის შესახებ Ned Davis Research-ის ალბათობის მოდელის მოხსენებაში არის ნათქვამი, რასაც CNN-ი ავრცელეებს.
ბოლოს რეცესიის ასეთი მაღალი ალბათობა 2020 წელს, მძიმე ეკონომიკური ვარდნის დროს, მანამდე კი 2008 და 2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის დროს დაფიქსირდა.მოხსენების თანახმად, World Economic Forum-ის (მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის) მიერ გამოკითხული ათი ეკონომისტიდან შვიდი მიიჩნევს, რომ გლობალური რეცესია გარკვეულწილად სავარაუდოა. ეკონომისტებმა შეცვალეს ზრდის პროგნოზები და მოელიან, რომ მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდში და მომავალ წელს ინფლაციაზე გასწორებული ხელფასები შემცირდება.
ფედერალური სარეზერვო უწყების წარმომადგენლებიც კი აღიარებენ, რომ ეკონომიკური ვარდნის მზარდი რისკი არსებობს. მიუხედავად ამისა, CNN-ის ცნობით, „ნათელი წერტილები, განსაკუთრებით მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკაში, შეერთებულ შტატებში აშკარად შეინიშნება“.