საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება, შესაბამისად, მატულობს როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტიც.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 2 ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 85,430 მლნ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 67,617 მლნ დოლარი იყო.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, წელს 8 თვეში ბელარუსში ექსპორტირებული იქნა 36,484 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია, იმპორტმა კი 48,946 მლნ დოლარი შეადგინა.2022 წლის 8 თვის მონაცემებით, 5 პროდუქტს შორის, რასაც საქართველო ბელარუსში ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდულობს, ლიდერობს: რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით - 7,855 მლნ დოლარით, მას მოსდევს ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტიანი სასმელები - 6,748 მლნ დოლარით, მე-3 ადგილზეა ფილები მერქანბოჭკოვანი მერქნის ან სხვა გამერქნებული მასალებისაგან, რომლის იმპორტმაც 3,308 მლნ დოლარი შეადგინა. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი იკავებს ტრაქტორები და უნაგირა საწევარები და სამკურნალო საშუალებები დაფასოებული, რომელთა იმპორტმაც შესაბამისად, 2,522 მლნ და 2,431 მლნ დოლარი შეადგინა.