2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 739,7 ათასი ტონა, რაც 23,6 ათასი ტონით ანუ 3,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წლის 8 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა 375,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 364,2 ათასი ტონა შეადგინა.
ამასთან, იმპორტიორთა კავშირის ცნობით, მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 335,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 45,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი; ბულგარეთი; თურქმენეთი; აზერბაიჯანი; თურქეთი, საბერძნეთი, ყაზახეთი და სხვა ქვეყნები.