უკრაინელებმა ქალაქი ლიმანი სრულად გაათავისუფლეს. მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა. „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, კერძოდ, 81-ე სადესანტო ბრიგადამ, უკრაინის ეროვნული გვარდიის ნაწილებთან და კულჩიცკის ბატალიონთან ერთად გაათავისუფლა და კონტროლქვეშ აიყვანა დონეცკის ოლქის ლიმანის დასახლება“, – წერს ტიმოშენკო. მანამდე მედიაში გავრცელდა სურათები, რომელზეც უკრაინელი ჯარისკაცები ლიმანის შესასვლელში უკრაინის დროშას აღმართავენ.