ავატარის ფანებს Netflix-ისგან სასიამოვნო სიურპრიზი ელით — დაგეგმილია ცნობილი ანიმაციის მიხედვით სერიალის გადაღება და უკვე ცნობილია, ვინ შეასრულებენ მაყურებლისთის საყვარელი გმირების როლს. სერიალის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ჰაერის მბრძანებელის, აანგის, როლს მსახიობი გორდონ კორმიე შეასრულებს.წყლის მბრძანებლის, კატარას, როლს მსახიობი სახელად კიავენტიიო შეასრულებს.
კატარას ძმის და ანიმაციის ყველაზე მხიარული გმირის, სოკას, როლს მსახიობი იენ ოუსლი შეასრულებს.
კატარასა და სოკას საყვარელი ბებიის როლს მსახიობი კესი ქემფ-ჰორინეკი შეასრულებს.
ცეცხლის მბრძანებლის, ზუკოს, როლს მსახიობი დალას ლიუ შეასრულებს.
აზულას, რომელიც ასევე ცეცხლის მბრძანებელია, ელიზაბეთ იუ ითამაშებს.
ზუკოს მამის როლს, რომელიც ცეცხლის სამეფოს მართავს და უნდა, მთელი სამყარო დაიპყროს, მსახიობი დანიელ დაე კიმი შეასრულებს.
ძია აიროს როლს, რომელიც ზუკოზე მამასავით ზრუნავს, მსახიობი პოლ სან-ჰიუნ ლი შეასრულებს.
გიაცოს როლს, რომელიც აანგის მრჩეველი და მეგობარია, მსახიობი ლიმ კეი სიუ შეასრულებს.
ამბიციური ოფიცრის, ჟაოს როლს, რომელიც ცეცხლის სამეფოსთვის იბრძვის, მსახიობი კენ ლეუნგი შეასრულებს.