რუსეთის მიერ ახლად მიერთებულ ტერიტორიებზე დარტყმა ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის აქტად იქნება აღქმული - კრემლის პრესმდივანი - Palitra News

რუსეთის მიერ ახლად მიერთებულ ტერიტორიებზე დარტყმა ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის აქტად იქნება აღქმული - კრემლის პრესმდივანი

2022-09-30 15:49:56+04:00

რუსეთის მიერ ახლად მიერთებულ ტერიტორიებზე დარტყმა ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის აქტად იქნება აღქმული,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ოთხ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა დღეს 15:00 საათზე, კრემლის გიორგიევსკის დარბაზში იგეგმება.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა ვლადიმირ პუტინიც.