საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 10.5 პროცენტით გაიზარდა. ხოლო 2022 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა.
ამასთან, საქსტატის თანახმად, აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები, ასევე ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სექტემბერში ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 11 მილიარდ 500 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 23%-ით მეტია.