"საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობა გაიყიდა. როგორც ელექტრონული აუქციონიდან ირკვევა, თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები 65 მლნ 100 ათას ლარად გაიყიდა. შეგახსენებთ, რომ ქონების გაყიდვის მიზნით აუქციონი 1-ელ სექტემბერს გამოცხადდა და დღეს, 30 სექტემბერს დასრულდა.