დღეს დილით რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიესთან სამოქალაქო კოლონის დაბომბვის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, 28 კი - დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ სტარუხზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ყველა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეა.
„ადამიანები რიგში იდგნენ, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესულიყვნენ, რათა ახლობლები წამოეყვანათ და დახმარება მიეტანათ“, - წერს ალექსანდრ სტარუხი.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.