რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები შეიძლება გამოიძახონ, თუ მეორე პასპორტი რუსულია და პირი აკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს, - RTVI-ს ინფორმაციით, ამის შესახებ მათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
„ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები კანონით განიხილება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებად, მათზე ვრცელდება ყველა უფლება და ვალდებულება, მათ შორის სამშობლოს დაცვა“, - აცხადებენ უწყებაში.
RTVI-ს თავდაცვის სამინისტროში განუმარტეს, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნისაა მათი მეორე პასპორტი, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებად ითვლებიან.