სახალხო დამცველის შეფასებით, ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების მიზანი, დამოუკიდებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა და მასზე ზეგავლენის მოხდენა იყო. ამის შესახებ სახალახო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხორციელება უარყოფითად შეაფასა ეუთო/ოდირმაც.