ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის გეოგრაფიულ კუთხეში განთავსებულ სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად აფხაზეთის დროშა იყო განთავსებული. აფხაზეთის დროშა, ამავე სკოლის მოსწავლემ ჩამოხია, რასაც სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეს სტენდის დაზიანების გამო უსაყვედურეს. მასწავლებლები ამბობენ, რომ სხვა ქვეყნის დროშებთან ერთად, აფხაზეთის დროშა სტენდზე როგორ აღმოჩნდა მათთვის უცნობია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა განაცხადა, რომ ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში მომხდარი ფაქტი შეისწავლეს და სკოლის დირექტორი შორენა ქონიაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისივე თქმით, მოკვლევის შედეგად კანონმდებლობის დარღვევა იკვეთება.