ვინ გახდება სახალხო დამცველი - ომბუდსმენის პოსტზე მუშაობის სურვილი სულ 19-მა კანდიდატმა გამოთქვა. მსურველებს შორისაა მესამე სექტორის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატიც. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით პროცესი იძლევა საშუალებას ახალი სახალხო დამცველი დემოკრატიული გზით აირჩიონ.