30 სექტემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მოუსმენს.
ომბუდსმენი კომიტეტის წევრებს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გააცნობს და მათ შეკითხვებს უპასუხებს.
სახალხო დამცველმა პარლამენტს ანგარიში წერილობითი ფორმით ჯერ კიდევ მარტში წარუდგინა, თუმცა დოკუმენტის განხილვა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, რასაც პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, არ მომხდარა.
ნინო ლომჯარია პარლამეტში მომავალ კვირასაც მივა და ყოველწლიური მოხსენებით პლენარულ სხდომაზე წარსდგება.