დიდი 10-ის მესამე ტურში "ლელო" დღეს "ხვამლს" დაუპირისპირდება - Palitra News

დიდი 10-ის მესამე ტურში "ლელო" დღეს "ხვამლს" დაუპირისპირდება

2022-09-30 09:57:29+04:00

რაგბის ეროვნული ჩემპიონატის, დიდი 10-ის მესამე ტურში, ლელო ხვამლს დაუპირისპირდება. მიშა სუჯაშვილის გაწვრთნილი ლელოელები ხვალ საქართველოს ჩემპიონატში მესამე გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.

დღევანდელი შეხვედრა ხვამლი არენაზე 14;00 საათზე დაიწყება.

"ლელოს" მიმდინარე ჩემპიონატში 2 გამარჯვება და 1 ფრე აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებს. "ხვამლი" კი 1 მოგებითა და 2 მარცხით, მეექვსე ადგილზეა.