იტალიაში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი გიგა გვენეტაძე სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, კვარამ მას იტალიაში ცხოვრება შეუცვალა.
"ერთმა კაცმა ცხოვრება შემიცვალა იტალიაში. კვარას მაისურს როგორც კი ჩავიცვამ ყოველი მესამე იტალიელი მოდის, კვარაცხელიას სწორად წარმოთქმას ცდილობენ და ფოტოებს მიღებენ ნაპოლის ფანი მეგობრებისთვის გადასაგზავნად. ნიაპოლელ, ფეხბურთის მოყვარულებთან შეხვედრა საერთოდ განსაკუთრებულია, ლამის ოჯახის წევრივით მიღებენ და უკვე მთელი საქართველო უყვართ. ორმა უკვე დამპატიჟა მარადონას სტადიონზე ნაპოლის თამაშის ერთად საყურებლად“, - წერს გვენეტაძე.