ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებას პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაში რისკებს ვერ ხედავს. ის საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.საწინააღმდეგო აზრზეა სერგი კაპანაძე. მისი განმარტებით, მმართველი გუნდი სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს და ფიქრობს, რომ შესაბამის სტრუქტურებს უკონტროლო შემოდინების შედეგად შექმნილი რისკების დაძლევის უნარი არ შესწევთ.