საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება, შესაბამისად, მატულობს როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტიც.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 2 ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 85,430 მლნ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 67,617 მლნ დოლარი იყო.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, წელს 8 თვეში ბელარუსში ექსპორტირებული იქნა 36,484 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია, იმპორტმა კი 48,946 მლნ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება პროდუქციას, 2022 წლის 8 თვის მონაცემებით, 5 პროდუქტს შორის, რასაც საქართველო ბელარუსში ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდის, ლიდერობს: ეთილის სპირტი - 6,057 მლნ დოლარით, მას მოსდევს თამბაქოს ნედლეული - 4,513 მლნ დოლარით, მე-3 ადგილზეა მინერალური და მტკნარი წყლები - 3,924 მლნ დოლარის ექსპორტით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ყურძნის ნატურალური ღვინოები და მსუბუქი ავტომობილები იკავებენ, რომელთა ექსპორტმაც - 3,301 მლნ და 3,180 მლნ დოლარი შეადგინა.