ჩაიკეტება თუ არა ენგურის ხიდი. შესაძლო ინფორმაცია ამის შესახებ უკვე ვრცელდება. გალში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცების ნაწილი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობს. ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს მოქალაქეები კი ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში, ენგურის ხიდის გავლით მოდიან.