რამდენიმე ოჯახის დაბულინგების შემდეგ, რომელთაც 3 წელია ებრძვის, ჩემ ოჯახზე გადმოინაცვლა და ჩემი მოკვლით ემუქრება დედას. პოლიცია საქმის კურსშია, მაგრამ არაფერი ქმედითი. აგრძელებს ჩვენს თვალთვალს და მიყურადებას, რაც ერთგვარი ფსიქოლოგიური ტერორია პირადად ჩემთვის.
თავს საშინლად დაუცველად ვგრძნობ! მგონია, ოდნავ რომ შებინდდება, ვიღაც რომელიმე კუთხეში გამომჭრის ყელს, ასე მგონია ვიღაც უნდა შემოგვივარდეს. კოშმარულ სიზმარში ვარ, დაუცველობის შეგრძნება მაქვს!