საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მომღერალი ნათია თოდუა თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნათია თოდუა გერმანიაში მუსიკალურ პროექტ ვოისის 2018 წლის გამარჯვებულია.