ომბუდსმენობის მსურველებს ვადა დღის ბოლომდე აქვთ.
ამ დროისთვის სახალხო დამცველის პოსტზე პრეტენზიას რამდენიმე ადამიანი აცხადებს - მათ შორის არის მესამე სექტორის მიერ დასახელებული სამი კანდიდატი - გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე და ნაზი ჯანეზაშვილი. პოსტის დაკავების სურვილი გამოთქვეს ასევე იაგო ხვიჩიამ, ალექსანდრე კობაიძემ და მარიკა არევაძემ.