სხვა ადამიანების, მუსიკის ან თქვენს გარშემო არსებული სამყაროს მოსმენის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, Spotify-მ საფრანგეთში თავისი პირველი კამპანია წარადგინა. ეს უკანასკნელი ხმის მეშვეობით წარმოქმნილ კავშირებს ეძღვნება, სლოგანით “Écouter, ça change tout”, რაც ითარგმნება როგორც „მისმინე, ეს ცვლის ყველაფერს“.
პარიზში დაფუძნებული სააგენტო Marcel-ის მიერ შექმნილი 50-წამიანი ვიდეორგოლი მოგვითხრობს მასწავლებელზე, რომელიც გარშემომყოფებს რეპის მოსმენით აოცებს. თუმცა ეს მოსწავლეებთან დაკავშირებაში ეხმარება.
„ფილმი შთაგონებულია მრავალი რეალური ისტორიით. რეპი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჟანრია საფრანგეთში და ჩვენ მასწავლებელთა რამდენიმე ინიციატივის შესახებ მოვისმინეთ, რომლებმაც ჰიპ-ჰოპი თავიანთი სტუდენტების ყურადღების მისაპყრობად გამოიყენეს. ჩვენი საოცარი ამბავიც ამ მშვენიერ და გადამწყვეტ ექსპერიმენტებზეა დაფუძნებული, რომლებიც მუსიკის საოცარ ძალას აჩვენებს“, — ამბობს კლემენტ სეშეტი, კამპანიის კრეატიული დირექტორი