Toyota-სა და Mazda-ს შემდეგ რუსეთში წარმოება შესაძლოა, კიდევ ერთმა იაპონურმა ავტოკონცერნმა Isuzu Motors-მა მთლიანად შეწყვიტოს.
გაზეთ Yomiuri-ის ცნობით, კონცერნი ულიანოვსკის საწარმოო ობიექტებზე, კომპონენტების მიწოდების შეჩერების გამო, მანქანების წარმოების მთლიანად შეწყვეტას განიხილავს. კომპანიის რუსულმა განყოფილებამ, Isuzu Rus-მა ულიანოვსკის ქარხანაში მანქანების წარმოება ჯერ კიდევ გაზაფხულზე შეაჩერა.
ბრენდი Isuzu რუსეთში ოფიციალურად 2006 წლიდან არის წარმოდგენილი და ბაზარს პიკაპებს, სატვირთო მანქანებსა და სპეცტექნიკას აწვდიდა. მიმდინარე წლის მარტიდან მაღალი გამავლობის Mu-x-ის გაყიდვების დაწყება იგეგმებოდა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ იაპონურმა Toyota-მ, რომლის ობიექტებიც სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს, რუსეთში ავტომობილებს აღარ აწარმოებს. ამასთან, ორი დღის წინ Bloomberg-ისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთიდან გასვლას კომპანია Mazda-ც განიხილავს, რომელიც რუს პარტნიორთან ერთად ვლადივოსტოკში ავტომობილებს 2012 წლიდან აწარმოებდა.