საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ევროჯასტის პრეზიდენტს ლადისლავ ჰამრანს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, საქართველოს პროკურატურასა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მესამე ქვეყანაა სისხლის სამართლის სფეროში ევროჯასტთან თანამშრომლობის მიმართულებით.