ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ლევან ასლანიშვილის საქმის წარმოება შეწყდა, რისი მიზეზიც ექსპერტიზის დასკვნა გახდა, რომლითაც ლევან ასლანიშვილის ფსიქიკურად შეურაცხადობა დასტურდება. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ასლანიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაივლის მკურნალობას.