საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ერგნეთში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მივიდნენ. ხავიერ კოლომინას ადგილზე არსებული ვითარება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო, რომელმაც ოკუპაციის შედეგად არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.