იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებებზე „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას, შესაძლოა, მხარი დაუჭიროს. პროექტის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შესაძლებლობა მიეცემათ გაგზავნონ და მიიღონ წერილები, ასევე განახორციელონ სატელეფონო საუბარი და ვიდეო პაემანი პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოჯახის წევრ ბრალდებულთან ან მსჯავრდებულთან. კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მხარდაჭერამდე რისკების მაქსიმალური გადაზღვევა უნდა მოხდეს.