საქართველოს პრეზიდენტმა , ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში დაგმო. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით ეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის, ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა. ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ.ლ პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს.