თბილისის საქალაქო სასამართლოში ბასილაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ნეკა დოროყაშვილი იკითხება. დაცვის მხარის შეკითხვას ნეკა დოროყაშვილის გაღიზიანება და ადვოკატებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. ნელი დოროყაშვილმა ადვოკატები დისკრედიტაციაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამის გამო ყველას პასუხი მოეთხოვება. დაპირისპირების გამო ნელი დოროყაშვილმა მოსამართლგან შენიშვნა მიიღო.