იტალიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „იტალიის ძმების“ ლიდერი ჯორჯია მელონი ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას ჰპირდება.
„ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, თქვენ იცით, რომ შეგიძლიათ ჩვენი ერთგული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ უკრაინელი ხალხის თავისუფლების საქმეში. შეინარჩუნეთ სიძლიერე და მტკიცე რწმენა“, - დაწერა მელონიმ „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, ჯორჯია მელონი, სავარაუდოდ, იტალიის პირველი ქალი პრემიერი გახდება.