"ქართული ოცნების" აზრით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საჭიროება არ არსებობს. მმართველი გუნდი აცხადებს რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ოპოზიცია კი ლარსის გამშვებ პუნქტთან მდგარ ათასობით რუს მოქალაქეში სერიოზულ საფრთხეს ხედავს და მოუწოდებს ხელისუფლებას, უსაფრთხოების ზომები რაც შეიძლება სწრაფად გაამკაცროს.