"ნახშირბადით ვაჭრობა მწვანე ეკონომიკის განვითარებისთვის" - თბილისში ამ სახელწოდებით კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გახსნა.
კონფერენციის მონაწილეებმა ნახშირბადით ვაჭრობის უპირატესობები და ამ მიმართულებით საქართველოს მსოფლიო ბაზარზე წვდომის შესაძლებლობები განიხილეს. საქართველომ შვეიცარიასა და იაპონიასთან ნახშირბადით ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს ხელი მიმდინარე წელს მოაწერა.
მნიშვნელოვანია, რომ ნახშირბადით ვაჭრობის შედეგად მიღებული დაფინანსება, ქვეყანას კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება.