ქართული ბანკების საკრედიტო პორტფელის 53%-ზე მეტი უკვე ეროვნულ ვალუტაში არის ნომინირებული, რაც ლარიზაციის მაქსიმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს. ლარის სესხების წილმა 50%-ს პირველად მიმდინარე წლის აპრილში გადააჭარბა.
ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი სექტემბერში მილიარდ 100 მლნ ლარით გაიზარდა და 43 მლრდ 200 მილიონ დოლარს მიაღწია. სესხების მატებამ წინა თვესთან შედარებით 2.7% შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა თითქმის 423 მლნ ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 707 მლნ ლარით გაიზარდა.