როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას- გუშინ 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ყოველდღე დედაქალაქში მოძრაობს 590 000 კერძო ავტომობილი. გასულ წელს, დეკემბრის თვის მონაცემების თანახმად კი 460 ათასი ავტომობილი მოძრაობდა.