კანადა რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების გამო სანქციებს უწესებს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ჯასტინ ტრუდოს თქმით, კანადა არასდროს აღიარებს ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს, რომლის მიზანიც უკრაინის ტერიტორიების ანექსიაა.