ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში?! ცხვირ-პირის მტვრევა რომ მიდიოდა: „კონდიციონერი ჩართე!“ , „არ მუშაობს“. ეს წარსულს ჩავაბარეთ - ადამიანმა, 500, 700 - დოლარიანი მანქანა კი არ უნდა შეიძინოს, რომ ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილდეს, ისეთი კომფორტული უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მას ამის საჭიროება არ ჰქონდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა.
როგორც დედაქალაქის მერი აღნიშნავს, გადაადგილების კუთხით პრობლემა კომპლექსურია.