რუსეთის მოქალაქეების ნაწილის ინფორმაციით, საქართველოს საზღვრამდე მოსასვლელად რამდენიმე კილომეტრი ფეხით და ველოსიპედით გამოიარეს - რა ვითარებაა ლარსის გამშვებ პუნქტზე? - Palitra News

რუსეთის მოქალაქეების ნაწილის ინფორმაციით, საქართველოს საზღვრამდე მოსასვლელად რამდენიმე კილომეტრი ფეხით და ველოსიპედით გამოიარეს - რა ვითარებაა ლარსის გამშვებ პუნქტზე?

2022-09-28 12:08:43+04:00

ლარსის სასაზღვრო გამშვებ-პუნქტთან კვლავ რუსეთის მოქალაქეების სიმრავლეა. მათი ინფორმაციით, რამდენიმე კილომეტრი ფეხით და ველოსიპედებით გამოიარეს, რათა საქართველოს საზღვრამდე მოსულიყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მოწყობილია ჰუმანიტარული პუნქტი, სადაც რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებს საკვებს, წყალს და პირველადი საჭიროების ნივთებს უფასოდ აძლევენ. რუსეთის მოქალაქეების მტკიცებით, აღნიშნული პუნქტი თავად „საქართველოში მცხოვრები რუსების მოწყობილია“.