თბილისში სტატისტიკის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. შეხვედრაში ათამდე ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის პირველი პირი და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
დელეგატები ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების მიერ დანერგილი ინოვაციების შესახებ, განისაზღვრება პრიორიტეტები. შეხვედრა სამ დღიანია.