საქართველოს სპეციალური ვიზიტით მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი, ბილ ბიმონტი ეწვია - Palitra News

საქართველოს სპეციალური ვიზიტით მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი, ბილ ბიმონტი ეწვია

2022-09-28 10:17:02+04:00

საქართველოს სპეციალური ვიზიტით მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი, ბილ ბიმონტი ეწვია. მის გარდა ჩვენს დედაქალაქს მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი დირექტორი და გენერალური მდივანიც ესტუმრნენ.

უწყების ხელმძღვანელები საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, სამუშაო შეხვედრებს გამართავენ და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.

საქართველოში იმედოვნებენ, რომ ბილ ბიმონტის სტუმრობით, ქართული რაგბი განვითარების ახალ ეტაპზე გადავა.