საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ზედიზედ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და სამწუხაროდ მეორეც წააგო. რამაზ სვანაძის შეგირდები ამჯერად სტუმრად თურქეთს დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრას თურქ მსაჯთა ბრიგადა უძღვებოდა. პირველი ტაიმი საქართველომ ჩააგდო და უპირატესობა მასპინძელთა მხარეს იყო.
მატჩის 41-ე წუთზე ქართველთა კარის მიმართულებით მეტად საკამათო პენალტი დაინიშნა. ბურთთან ბეუაზი მივიდა და თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. მეორე ნახევარში საქართველომ ოდნავ უკეთესად ითამაშა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. 66-ე წუთზე თურქეთი 10 კაცით დარჩა. მსაჯმა მინდვრიდან კარატასი გააძევა. მიუხედავად სიმცირისა, სვანაძის შეგირდებმა ეს უპირატესობა ვერ გამოიყენეს დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები რამდენიმე დღის წინ ძალიან ძლიერ მეტოქეს - პორტუგალიას დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა. საქართველოს მხრიდან ერთადერთი გოლი გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანა.