Transfermarket-მა დღეს ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულებების ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი კი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. კერძოდ, წინა მონაცემებით, "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელი 15 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, ახლა კი მისი ფასი გაიზარდა და 35 მილიონი ევრო გახდა!
ქართველი ფეხბურთელებიდან მეორე პოზიციაზე გიორგი მამარდაშვილია, რომლის ღირებულებაც 10-დან 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა. სატრანსფერო ფასის მიხედვით, მესამე ადგილს საბა ლობჟანიძე იკავებს, მეოთხეს დათი ხოჭოლავა, მეხუთე პოზიციას კი გიორგი მიქაუტაძე.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სატრანსფერო ფასის შეფასება, ქართული ფეხბურთის ისტორიაში არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია.