უეფას ერთა ლიგის С დივიზიონის დასკვნით ტურში საბერძნეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიას 3:1 სძლია და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი გუნდების პლეი-ოფში მეორე ადგილზე გავიდა. ასე და ამგვარად, С დივიზიონის ყველაზე მაღალრეიტინგული გუნდი საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს უმასპინძლებს. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საბერძნეთი და თურქეთი დაუპირისპირდებიან.
ერთა ლიგის პლეი ოფამდე, რომელიც 2024 წლის მარტში გაიმართება, 2023 წელს ევროპის ჩემპიონატის ჩვეულებრივი საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდება და თუ პლეი ოფის რომელიმე გუნდი ტრადიციული შესარჩევიდან მოახერხებს ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვებას, პლეი ოფში აღარ ითამაშებს და მის ადგილს ერთა ლიგის ჯგუფში მეორეადგილოსანი დაიკავებს.შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო სეზონის ერთა ლიგაზე B დივიზიონიდან ითამაშებს.